თევზაობის წესები

ჰირდოგრაფიული ქსელი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება მდინარეები ალგეთი, ხრამი,
შულავრის წყალი და დებედა. მდ. ალგეთი მარნეულის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე შემოდის ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან, სოფ. ჯანდარის
მიდამოებში. აქ იგი ტოვებს ვიწრო კლდოვან ხეობას და მარნეულის ვაკეზე გამოდის,
სადაც ამ უკანასკნელის ჩრდილო ნაწილში საკმაოდ განიერ დაბალნაპირებიანკალაპოტში მდორედ გაედინება. მდ. ხრამი სოფ. ნახიდურთან ტოვებს ლავებში ჩაჭრილ კანიონს და მარნეულის ვაკეზე გამოდის, სადაც ტიპური ვაკის მდორე
მდინარეა, განიერი დაბალნაპირებიანი კალაპოტით. მდ. ხრამის საშ. წლიური ხარჯი
შესართავთან 65 მ3 /წამს შეადგენს. მარნეულის რაიონის საზღვრებში მდ. ხრამს
უერთდება შულავრისწყალი და დებედა. მდ. შულავრისწყალი, რომელსაც სათავე
სომხითის ქედის თხემზე აქვს, დაბა შაუმიანამდე ტიპური მთის მდინარეა,
კანიონისებრი და V-ს მაგვარი ეროზიული ხეობების მონაკვეთების მორიგეობით.
დაბა შაუმიანიდან მდ. შულავრისწყალი მარნეულის ვაკეზე გამოდის, სადაც მისი
საშუალო მრავალწლიანი ჩამონადენი (0.44 მკ/წმ.) მთლიანად სარწყავ არხებშია
გაშვებული. მდ. დებედა მარნეულის რაიონის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ
ნაწილში გაედინება, საკმაოდ განიერ დაბალნაპირებიან კალაპოტში. ამ მდინარის
საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 29.7 მკ/წმ. უდრის. დებედას
შენაკადებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მდინარე ბანოშისწყალი (სიგრძე 20,4 კმ),
რომელიც ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე იწყება.
მარნეულის რაიონის მდინარეთა საზრდოობაში მონაწილეობს წვიმის წყალი
(წლიური ჩამონადენის 40-45%), თოვლის წყალი (20-25%) და მიწისქვეშა წყლები (25-
30%). მდინარეთა წლიური ჩამონადენის თითქმის ნახევარი გაზაფხულზე მოდის.
ამავე პერიოდს ემთხვევა წყალდიდობები. ზაფხულზე და შემოდგომაზე იშვიათად
იცის წყალმოვარდნები. გვალვიანი ზაფხულის პირობებში, ნიადაგში ტენის
უარყოფითი ბალანსის გამო, მუნიციპალიტეტის მიწათმოქმედებაში ხელოვნურ
რწყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
2008 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში შექმნილია მელიორატორთა 23
ასოციაცია. შიდასამეურნეო სარწყავი არხების მთლიანი სიგრძე 356,2 კმ-ს შეადგენს.
იგი გათვლილია 17303 ჰა მიწის სავარგულების მომსახურებისათვის, რაც
მუნიციპალიტეტში არსებული სახნავი მიწების 77.6%-ს შეადგენს. იმის გამო რომ
არსებული არხების ნახევარზე მეტი საჭიროებს გაწმენდას და აღდგენით სამუშაოებს,
ვერ ხერხდება მათი სრულყოფილი დატვირთვა. მოქმედი სისტემა რწყავს მხოლოდ
7010 ჰა-ს და მისი აღდგენის და გაწმენდის შემდეგ შესაძლებელი იქნება დამატებით
10293 ჰა სახნავი მიწის ფართობის მომსახურება, ანუ არსებული არხები სრულად
იქნება დატვირთული.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გვხვდება ტბები.

                                                                 ფლორა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაბატონებულია უფრო ვაკე-
დაბლობის ფლორა. გავრცელებულია უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგ-ეკლიანი
სტეპური, ჰემიქსელური მეჩხერი, ჭალისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა.
ნახევარუდაბნოსთვის დამახასიათებელია ხვარხვარა, ავშანი და ყარღანი. ქვეტყეს
ქმნის იალღუნი, ზღმარტლი, ქაცვი, შინდი, ტყემალი, კუნელი და სხვ. მარნეულის
ვაკის მცენარეულ საფარში ჭარბობს უროიანი, უროიან-ავშნიანი, უროიან
ჯაგეკლიანი და ხურხუმოიანი მცენარეულობა. ადგილ-ადგილ გვხვდება
ნახევარუდაბნოს მცენარეულობაც. იაღლუჯის სერი შემოსილია უროიანი და
უროიან-წივანიან-ვაციწვერიანი სტეპის ბალახეულობით, აგრეთვე ქსეროფიტული
ბუჩქნარით. ლოქის ქედზე გვხვდება ფიჭვის მცირე კორომები. კალთები შემოსილია
ფართოფოთლოვანი ტყით, რომლის ქვედა ნაწილში ჭარბობს მუხა და რცხილა, ზემო
ნაწილში კი წიფელი. ბაბაკარის სერზე გაბატონებულია ნეკერჩხალი, ქართული მუხა,

ჯაგრცხილა და კვრინჩხი.
                                                                      ფაუნა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. ტყეებში
გვხვდება გარეული ღორი, მაჩვი, თეთრყელა კვერნა, დედოფალა; თითქმის
ყველგანაა ლელიანის კატა, კურდღელი, მგელი, ტურა. ორნითოფაუნა უხვადაა
წარმოდგენილი. არის ჩვეულებრივი ხოხობი, ტოროლა, კაკაბი, გნოლი, მწყერი და
სხვ.
ბევრია ქვეწარმავალიც. იაღლუჯას მაღლობზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით

არის სხვადასხვა სახის ხვლიკი. არის ასევე კუ, ანკარა, გველხოკერა და ველის

მახრჩობელა (იშვიათად). მდინარე დებედაში მოიპოვება წვერა, მურწა, ხრამული.

Комментариев нет:

Отправить комментарий