ქვემო ქართლის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KK. ქვემო ქართლის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარე კახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსარის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა დასომხეთის რესპუბლიკები.
მრავალფეროვანია აქაური ფაუნა. ტყეებში გვხვდება გარეული ღორი, მაჩვი, თეთრყელა კვერნა, დედოფალა; თითქმის ყველგანაა ლელიანის კატა, კურდღელი, მგელი, ტურა.ორნითოფაუნა უხვადაა წარმოდგენილი. არის ჩვეულებრივი ხოხობი, ტოროლა, კაკაბი, გნოლი, მწყერი და სხვ.
ბევრია ქვეწარმავალიც. იაღლუჯის მაღლობზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის სხვადასხვა სახის ხვლიკი. არის ასევე კუ, ანკარა, გველხოკერა და ველის მახრჩობელა(იშვიათად). მდინარე დებედაში მოიპოვება წვერა, მურწა, ხრამული, გოჭალა და სხვ.
სოფელ ახქერფის მახლობლად დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამონასტრო კომპლექსი ხუჯაბი (XIII ს). მნიშვნელოვანია ასევე შუა საუკუნეების მონასტერი ხოჟორნი. აღსანიშნავია ასევე წოფის ციხე, რომელიც ფუნქციონირებდა VI-XIII სს. სიმაგრე კლდოვან მთაზეა აგებული. წოფის ციხესთან არის ნასოფლარი. მნიშვნელოვანია ოფრეთის ციხესოფელ ოფრეთთან. წყაროებში პირველად იხსენიება X ს-ში.
აღსანიშნავია ასევე წერაქვის სამონასტრო კომპლექსი, სოფელ წერაქვის მახლობლად. კომპლექსში შედის ეკლესია და სხვა ნაგებობანი.
წოფის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, ისტორიულ სომხითში, მდ. ბანოშისწყლის (ძვ. ხოჟირნა) მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი მარნეულის რაიონის სოფ. სადახლოს დასავლეთით 7 კმ-ზე). წოფის ციხის მიდამოებში ადამიანის ცხოვრების კვალი ქვედა პალეოლითის ხანიდან დასტურდება. აქაური დანგრეული გამოქვაბული, - მუსტიეს ხანის სადგომია. წოფის ციხის მიდამოებშივეა ხედა პალეოლითისა და ენეოლითის ხანის, გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარები.
წოფის ციხე ფუნქციონირებდა VI-XIII საუკუნეებში. აიმაგრე კლდოვან მთაზეა აგებული. შემორჩენილია ზედა ციხის ნანგრევები და გალავნის ფრაგმენტები, რომლითაც კლდოვანი ფერდობის დიდი ტერიტორია იყო შემოზღუდული. ზედა ციხეში 2 სათავსია და 4 ნახევრად წრიული ბურჯი. აქვეა საცხოვრებელი კომპლექსების ნაშთები და მცირე ეკლესიის ნანგრევები. კლდეკარში, ზღუდის წყობაში და სხვა ნაწილების შენებისას გამოყენებულია უფრო ადრეული "ციკლოპური" კედლები.
წოფის ციხესთან ნასოფლარია. შემორჩენილია ორი დარბაზული ტიპის საყდარი, რომლებიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 34 ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია შემონახული. მათგან აღსანიშნავია სოფელ ახქერფის მახლობლად არსებული
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამონასტრო კომპლექსი ხუჯაბი (XIII ს).
მნიშვნელოვანია ასევე შუა საუკუნეების მონასტერი ხოჯორნი. აღსანიშნავია ასევე
წოფის ციხე, რომელიც ფუნქციონირებდა VI-XIII სს. ციხე-სიმაგრე კლდოვან მთაზეა
აგებული. წოფის ციხესთან არის ნასოფლარი. მნიშვნელოვანია ოფრეთის ციხე
სოფელ ოფრეთთან, რომელიც წყაროებში პირველად იხსენიება X ს-ში.
აღსანიშნავია ასევე წერაქვის სამონასტრო კომპლექსი, სოფელ წერაქვის მახლობლად.
კომპლექსში შედის ეკლესია და სხვა ნაგებობანი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან ძეგლთა სია იხილეთ ცხრილში 7.
სოფელ წერაქვში მდებარეობს მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმი, ხოლო
სოფელ შაუმიანში - მელიქ ფაშაევის სახელობის მუზეუმი.
ოფრეთის ციხე
IX საუკუნეში კლდეკარის აგებით ლიპარიტ ბაღვაში თრიალეთის ერისთავი ხდება. ამის მერე ეცემა სწორედ დეკ-ციხის მნიშვნელობაც, იგი ყრუვდება სამუდამოდ (აქ სხვა სამშენებლო ფენა აღარ ჩანს) და ახლა უკვე ბაღვაშები იმორჩილებენ ტანისხევსაც.
დეკ-ციხისაგან განსხვავებით, ოფრეთის ციხე ადრეული შუა საუკუნეების ციხეთა იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც შედარებით ადვილმისადგომია, სამაგიეროდ აქ დიდი ფართობია მოზღუდული ძლიერი კედლებით, რომლებშიც მრგვალი კოშკებია დატანებული. ზღუდის შიგნით არის ნაგებობათა მთელი კომპლექსი. აქვეა ადრე შუა საუკუნეების პატარა ეკლესია ნალისებური აფსიდით... ციხე ნაგებია საშუალო ზომის კვადრების თარაზული წყობით, კირხსნარზე.
ofreTis cixe |
ოფრეთის ციხეც გზასაყარზე დგას. აქ იკრიბება წოფის, შულავრის, ტალავრის, მანხუტის ხევებიდან ამოსული გზები, მათ უერთდება ფოლადაურის ხეობაში გარდამავალი გზაც, შემდეგ „მგლის კარის“ უღელტეხილით გადახვალთ ტაშირში. ე.ი. ესაა სტრატეგიულად ძალიან ხელსაყრელი პუნქტი, რომელსაც ადრევე მიუქცევია ყურადღება. აქვე მახლობლად არის ცნობილი მონასტერი ხორაკერტისა.
ოფრეთის ციხეს, ყველაზე პირველად იხსენიებს სომეხი ისტორიკოსი X საუკუნისა უხტანესი. მისი აზრით, ამ ციხეში იყო დამწყვდეული შუშანიკ დედოფალი, V საუკუნის ქართლის პიტიახშის - ვარსქენის მეუღლე. ჩანს X საუკუნეში, ეს იმდენად განთქმული ციხე ყოფილა, რომ შუშანიკთან მის დაკავშირებას, ავტორს მაშინდელი მკითხველი დაუჯერებდა. აქვე ჩანს უხტანესის წარმოდგენა ციხის ხნოვანებაზე...
შემდეგ ოფრეთის ციხეს ასახელებს „მატიანე ქართლისა“ XI საუკუნის ამბებთან დაკავშირებით. იგი ეჭირა სომეხთა მეფის - კვირიკეს ძმას, სუმბატს, როდესაც ბაგრატ IV-მ ორივე ძმა შეიპყრო, განთავისუფლების საფასურად, ისინი სხვა ციხეებთან ერთად ოფრეთსაც სთავაზობენ ქართველთა მეფეს.
გვიანი შუა სუკუნეების ხანის ნაკვალევი ამ ციხეს არ ეტყობა და არც ამ ხანის წყაროებში გვხვდება მისი ხსენება.
წერაქვის მონასტერი
წერაქვის სამონასტრო კომპლექსი — XII—XIII სს-ის ქართული კულტურული ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონში, მდინარე შულავერის მარცხენა მხარეზე, სოფელ წერაქვთან. მასში შედის XII—XIII სს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამნავიანი დარბაზული ეკლესია (კედელზე XV საუკუნის ლაპიდარული წარწერით), შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, მარანი და გალავანი.
წერაქვის მონასტერი
წერაქვის სამონასტრო კომპლექსი — XII—XIII სს-ის ქართული კულტურული ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონში, მდინარე შულავერის მარცხენა მხარეზე, სოფელ წერაქვთან. მასში შედის XII—XIII სს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამნავიანი დარბაზული ეკლესია (კედელზე XV საუკუნის ლაპიდარული წარწერით), შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, მარანი და გალავანი.
დემოგრაფია
მარნეულის მუნიციპალიტეტში შედის ქ. მარნეული და 17 ტერიტორიული ორგანო: წერეთელი, შაუმიანი, შულავერი, ყიზილაჯლო, ყულარი, დამია-გეურარხი, ახკერპი,
წერაქვი, ალგეთი, კაჩაღანი, ქუთლიარი, თამარისი, ხოჯორნი, კაპანახჩი, სადახლო,
კასუმლო და ოფრეთი.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა, ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებიდან აღებული მონაცემებით შეადგენს – 139,683 ადამიანს. მათ
შორის: ქალაქის – 28,000, სოფლის – 111,683; მოსახლეობის სიმჭიდროვე: 149.36
კაცი/კვ.კმ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 67,237 (48.14%) კაცია, ხოლო 72,446
(51.86%) ქალი (ცხრილი 1). მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ აზერბაიჯანელები,
ქართველები, სომხები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები (ცხრილი 2).
მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ასაკის მიხედვით შემდეგნაირად არის
გადანაწილებული: 0-5 წწ. – 9.06%; 6-18 წწ - 16.75%; 19-65 წწ - 63.77%; 65 წლის ზემოთ
- 10.42% (ცხრილი 1).
სარწმუნოების მიხედვით მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უდიდესი
ნაწილი მაჰმადიანია, შემდეგ მოდის მართლმადიდებელი ქრისტიანები, ხოლო
დანარჩენი მოსახლეობა ძირითადად არის სომხურ-გრიგორიანელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий