კალმახი ფოლგაში
მომზადების წესი:
ლიმონი გავჭრათ შუაზე, ერთი ნახევრიდან გამოვწუროთ წვენი, დავუმატოთ კონიაკი, მეორე ნახევარი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. გამზადებულ, გასუფთავებულ კალმახს გარედან და შიგნიდან შევაზილოთ ლიმნის და კონიაკის მარინადი და დავდგათ ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთის განმალობაში. სტაფილო გავასუფთაოთ და გავხეხოთ სახეხზე. ოდნავ მოვშუშოთ ტაფაში კარაქთან ერთად. ოხრახუში დავჭრთ მსხვილად. სტაფილო, დაჭრილი ლიმონი და ოხრახუში გადავანაწილოთ კალმახის მუცლის ღრუში. მოვაყაროთ ცოტა მარილი და პილპილი.თითოეული კალმახი დავდოთ კარაქწასმულ ფოლგაზე, მოვასხათ ღვინო, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა, ზემოდან დავადოთ რამოდენიმე ნაჭერი კარაქი. კალმახი ფოლგაში ისე გავახვიოთ, რომ იქიდან წვენი არ გადმოიღვაროს. შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, 20 წუთის განმავლობაში;მომზადების წესი:
უხა
მასალა: 0.5კგ წვრილი თევზი (ღორჯო, წიმორი, ხრამული) 1კგ ფარგა ან ლოქო, ორი თავი ხახვი, ორი სტაფილო, ოხრახუშის ძირები, 4 კარტოფილი, შავი პილპილი, მარილი.
ფარგა ან ლოქო გამოვშიგნოთ და გავწმინდოთ, აუცილებლად ამოვიღოთ ლაყუჩები. მოვჭრათ ფილე და დარჩენილი თავი ხერხემალი და კუდი მოვათავსოდ ქვაბში წვრილ თევზთან, რომელიც წინასწარ გამოშიგნული და ლაყუჩებისგან გაწმენდილია. ჯერ თავები და კუდები ვხარშოთ 25–30 წუთი, მერე გადავწუროთ ბულიონი და ჩავყაროთ დაჭრილი ფილე, დაჭრილი ხახვი, სტაფილო, ოხრახუშის ძირები, პილპილის მარცვლები და მარილი, კარტოფილი, ვხარშოთ მზადყოფნამდე. მზა უხა შევკაზმოთ მწვანილით.
ორაგული ბრინჯით
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
200 გრ. ორაგულის ფილე, 1 ჩ/კ თაფლი, 1 ძირი მწვანე ხახვი, 0,5 ს/კ 6%–ნი ძმარი, ზეითუნის ზეთი, 0,5 ჭიქა მრგვალი ბრინჯი, პილპილი, მარილი.
მომზადების წესი:
კუბებად დაჭრილი თევზი დაამარინადეთ ძმრის, პილპილის, მარილისა და თაფლის ნარევში. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და თევზი მარინადიანად სწრაფად შეწვით, დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
კუბებად დაჭრილი თევზი დაამარინადეთ ძმრის, პილპილის, მარილისა და თაფლის ნარევში. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და თევზი მარინადიანად სწრაფად შეწვით, დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
გარეცხილი ბრინჯი თავის ტოლ წყალში 12 წუთი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, შეანელეთ 0,5 ს/კ ძმრით, თითო მწიკვი მარილით და შაქრით, 1 ს/კ მდუღარე წყლით, 1 ს/კ ზეითუნის ზეთით და სწრაფად ურიეთ. მზა ბრინჯი გადაიტანეთ მზა თეფშზე, თავზე მოაყარეთ შემწვარი ორაგული და დაჭრილი ხახვი.
თევზი ეგვიპტურად
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
200 გრ. თევზი, 50 გრ. ზეთი, 25 გრ. ნიგოზი, 15 გრ. ქიშმიში, 100 გრ. პომიდორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
200 გრ. თევზი, 50 გრ. ზეთი, 25 გრ. ნიგოზი, 15 გრ. ქიშმიში, 100 გრ. პომიდორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
გასუთავებულ, ირიბად დაჭრილ თევზს წაუსვით მარილი, წიწაკა, დადეთ ღრმა ტაფაზე, მოასხით ზეთი და ზომიერ ტემპერატურაზე შეწვით ღუმელში.
ზეთში ოდნავ მოხალეთ დანაყილი ნიგოზი და ქიშმიში, დაუმატეთ პომიდორი და შუშეთ. გახეხეთ და შესქელებამდე შუშეთ.
თევზი სოუზში
მასალა:
თევზის ფილე 10–12 ნაჭერი
სტაფილო 4–5ც.
ხახვი 1–2 თავი
ხმელი რეჰანი და მარილი გემოვნებით.
სოუსი:
ნაღები 0,5 ჭიქა
მაიონეზი 1–2 ს/კ.
გატარებული ნუში და მიწისთხილი 1 ს/კ.
თეთრი პილპილი გემოვნებით.
მომზადება:
სტაფილო დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ ხმელი რეჰანი, ავურიოთ და ვთუშოთ თავდახურულ მდგომარეობაში სანამ სტაფილო არ დარბილდება. შემდეგ დავამატოთ ნახევარმთვარისებულად დაჭრილი ხახვი, ვთუშოთ 3–4 წუთი, შემდეგ მოთუშულ ბოსტნეულში ჩავაწყოთ თევზის ფილის ნაჭრები, დავასხათ ცოტა წყალი, მოვაყაროთ მარილი და ვთუშოთ დაახლოებით 15–20 წუთი. როცა თევზი მოიხარშება, დავასხათ მომზადებული სოუსი, დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ რამოდენიმე წუთი.
სოუსის მომზადება:
მაიონეზს დავამატოთ ნაღები, თეთრი პილპილი, გატარებული ნუში და მიწისთხილი და კარგად ავურიოთ.
კობრი აფხაზურად
მასალა:
თევზი (კობრი) 1–2ც.
დაფქვილი ცხარე წიწაკა ან აჯიკა, ზეთი, ლიმონის წვენი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზი გავასუფთავოდ და გავრეცხოთ. ჯამში ჩავყაროთ ცხარე წიწაკა ან აჯიკა, დავასხათ ზეთი და კარგად ავურიოთ, შემდეგ მომზადებულ მასაში ამოვავლოთ თევზი ორივე მხრიდან, დავდოთ გაცხელებულ ტაფაზე (ტაფაზე ზეთი არ დავასხათ) და შევწვათ. შემწვარ თევზს მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ ლიმონის წვენი.
ორაგული გრილზე ბოსტნეულით
წავუსვათ კარაქი ჟარუნას ან ფორმას. გავფრცქვნათ კარტოფილი, გავჭრათ შუაზე და დავალაგოთ ფორმის ძირზე. გავასუფთაოთ ბოსტნეული და კარგად გავრეცხოთ. ცუკინი დავჭრათ სიგანეზე თხელ ნაჭრებად; ქორფა მწვანე ხახვს თავები ისე მოვაჭრათ, რომ მწვანე ღერები ცოტათი ზედ შევატოვოთ; დავალაგოთ დაჭრილი ბოსტნეული ფორმაზე (ჟარუნაზე), ზემოდან ცუკინი მოვაყაროთ. მოვაყაროთ სუნელები, მოვასხათ ღვინო, დავადოთ კარაქწასმული ფოლგა. შევდგათ 175 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 35წთ-ით. ორაგული ჩავალბოთ ზეთში, პირპილში, მარილში. შევწვათ გრილზე ორივე მხრიდან 4-4 წუთით. ლიმონის ცედრა გავხეხოთ, შევურიოთ კარაქს და ლიმონის წვენს. ჩავდოთ ეს მასა კულინალიურ კრემის მოსართავში. მოვალაგოთ თევზები, ბოსტნეული თეფშებზე, კარაქით მოვრთოთ; და ასეთი ლამაზი სახით მივიტანოთ მაგიდაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий