თევზაობის წესები

სპორტული თევზაობა

სპორტსმენი მოთევზავისთვის განსაკუთრებულ აზარტს იწვევს სპინინგით თევზაობა. უნდა შეირჩეს ისეთი ხელოვნური სატყუარა, რომლის ბუნებრიობას თევზი იოლად დაიჯერებს და სხვა გზა არ დარჩება, თუ არა სატყუარას "შთანთქმა" და უნებლიედ ნემსკავზე წამოგება.
აშკარაა რომ თევზაობის აზარტი ათასობით წელს ითვლის; ეს განცდა მოდის იმ დროიდან როდესაც პირველმა მეთევზემ ამოიცნო თევზების მოხიბვლის საიდუმლო, პირველმა წამოაგო ნემსკავზე ბუმბული, თმები (ან/და სხვა მსგავსი სანიღბავი), შექმნა პირველი ხელოვნური სატყუარა და ჩაუშვა გულუბრყვილო თევზებთან. 
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წინაპრები თევზს იჭერდნენ გამოსაკვებად, ისინი ამას აკეთებდნენ ისეთივე აზარტით და განცდებით, როგორც დღევანდელი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქართველი მოთევზავეები. 
იღბლიან დღეს თევზმა შესაძლოა ჩაარტყას იმ მომენტშიც კი როცა სატყუარა წყლის ზედაპირს შეეხება, თუმცა ძირითადად თევზები წყალში მოძრავ სატყუარებს ეტანებიან. 
ასეთი თევჭერა მოითხოვს არამარტო კარგ ანკესის ჯოხს, კოჭას და ზუსტ ჩაგდებას, არამედ სხვადასხვა ჯიშის თევზებისათვის სხვადასხვა სატყუარების კარგ შერჩევას, მათი გამოყენების ცოდნას როგორც ღრმა, ისე დაბალ, მშვიდ და სწრაფ დინების წყალში. 
თევზები ნადირობენ როგორც დაბალ წყალში, ისე სიღრმეებშიც, თუმცა ძირითად ნადავლს მაინც ფსკერზე მოიპოვებენ, იქ სადაც ძირითად დროს ატარებენ. ამიტომ მოთევზავემ კარგად უნდა იცოდეს როგორ გამოიყურება თევზის ბუნებრივი სატყუარები წყალში, როგორ უნდა მოხდეს მათი ჩაგდება, როგორ ჩაიძირება და როგორ იმოძრავებს (იმუშავებს). შესაბამისად თევზაობა ინერციული ან მულტიპლიკატორული კოჭების ("კატუშკების") გამოყენებით შეიძლება განვიხილოთ, როგორც – სწორად შეჩეული სატყუარას საჭირო ადგილსა და სიღრმეზე ჩაგდების ხელოვნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий