ლოქო არის საქართველოს და საერთოდ ევროპის მტკნარი წყლის ყველაზე დიდი თევზი. იგი იზრდება 3 მეტრი და 150-200 კილო.
ლოქო თბილი სეზონის თევზია. ზამთარში იგი გამოსაზამთრებელ ღრმულებში წვება და არ იკვებება წყლის 8-10 გრადუსზე გათბობამდე.
ლოქო თბილი სეზონის თევზია. ზამთარში იგი გამოსაზამთრებელ ღრმულებში წვება და არ იკვებება წყლის 8-10 გრადუსზე გათბობამდე.
ამ გიგანტის კვების რაციონი მრავალფეროვანია: თევზი, ბაყაყი, კიბორჩხალა, წურბელა, ჭია, წყალში მოხვედრილი წვრილი მღრღნელები და წყალმცურავე ფრინველებიც კი
მთელი ზაფხულის განმავლობაში ლოქო აქტიურად იკვებება, როგორც ვიცით იგი ღამის მტაცებელია და მასზე თევზაობა განსაკუთრებით შედეგიანია 2-3 საათი მზის ჩასვლამდე და გარიჟრაჟზე. თუ დღე მოღრუბლული გამოდგა და წყალი ჭერის ადგილას მღვრიეა (ადიდებული არ უნდა იყოს თუ მდინარეა), მაშინ ლოქოზე მთელი დღის განმავლობაში შეიძლება ვითევზაოთ. ზაფხულის ხანმოკლე წვიმის შემდეგ ლოქო (განსაკუთრებით პატარა და საშუალო ზომის) სანაპირო ზოლში გამოდის საკვებად, წვიმით ჩარეცხილი ჭიების, ლოკოკინების და სხვა მწერების თუ მღრღნელების საჭმელად, ასე რომ წვიმის შემდეგსანაპირო ზოლში თევზაობასაც აქვს აზრი.დებედა ლეიქის ლოქოებიდებედას ლოქოები
Комментариев нет:
Отправить комментарий