თევზაობის წესები

სქელშუბლა

სქელშუბლა — თევზების ორი გვარი კობრისებრთა ოჯახისა. თითოეულ გვარში თითო სახეობაა: თეთრი ანუ ჩვეულებრივი სქელშუბლა (Hypophthalmichthys molitrix) და ჭრელი სქელშუბლა (Aristichthys nobilis). პირველის მასა 25 კილოგრამია, მეორისა 35 კილოგრამს აღწევს. ბუნებრივი გავრცელების არეალია ჩინეთი და რუსეთი (ამურის აუზი). იგი რეწვისა და თევზმოშენების ძვირფასი ობიექტია. სქელშუბლა ფართოდაა გავრცელებული ყოფილ სსრკ-ში. ინდოჩინეთშიიაპონიაშიკუბაშიჩრდილოეთ ამერიკაში.საქართველოში აკლიმატიზებულია 1962 წლიდან. აქ იგი ტბორული მეთევზეობის (კუმისისმარაბდისნადარბაზევის წყალსატევები;ლისისა და ჯანდარის ტბები) ერთ-ერთი წამყვანი ობიექტია. სქელშუბლა იკვებება პლანქტონით. მრავლდება ზაფხულში. იყენებენ ნედლად და დამარილებულს.

Комментариев нет:

Отправить комментарий